Saturday, July 11, 2015

ფასიანი ქაღალდები

                        ფასიანი ქაღალდების ბაზარი  საქართველოში :
 

 პირველ რიგში მინდა ვთქვა , რომ  საქართველოში ფინანსური ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია. ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება მთავრობის მიერ გამოცხადებულ ქვეყნის განვითარების სტრატეგიაშია ასახული და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.განვითარებული ფინანსური ბაზრები ქვეყანაში საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვის, ინვესტიციების ზრდის და ადგილობრივი ფინანსური რესურსის ეფექტიანი გადანაწილების წინაპირობაა.













    საქართველოს  კანონი  ფასიანი  ქაღალდების  ბაზრის                                                       შესახებ:


ამ კანონის მიზანია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა.
ამ კანონით არ განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს სახელით სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ემისიისა და საჯარო შეთავაზების, აგრეთვე ამ ფასიანი ქაღალდებით საფონდო ბირჟის გარეთ საბანკო ვაჭრობის წესები.















                                      სახაზინო  ვალდებულებები 

                               

სახაზინო ვალდებულება არის მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებულია.საერთოდ სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით. 




                                               



                                        სახაზინო  ობლიგაციები


თქმა შეიძლება , რომ  სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო  ობლიგაციები ერთდა იგივია იმიტომ , რომ   ორივე ფინანსთა სამინისტროს  მიერ  გამოშვებულია .
მაგრამ ეს ორი ფასიანი ქაღალდის შორის ერთი  განსხვავება არის !
 მაგალითად , სახაზინო ვალდებულება არის  მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი.
მაგრამ სახაზინო  ობლიგაცია საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდია.





                                   სახელმწიფო ობლიგაციები 



სახელმწიფო ობლიგაციების საჯარო შეთავაზება ხორციელდება სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის მეშვეობით. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ კომერციულ ბანკებს და მათი მეშვეობით რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით. აუქციონის ჩატარება ეფუძნება მრავალი ფასის მეთოდს.



                                   

                                       






                   საორდერო  ფასიანი  ქაღალდი


საორდერო ფასიანი ქაღალდი არის სავალო დოკუმენტი, რომლითაც  ემიტენტი დოკუმენტის წარდგ ენისას გადახდას ჰპირდება დოკუმენტში დასახელებულ პირს ან იმ პირს, რომელსაც ფასიანი ქაღალდი ინდოსამენტის მეშვეობით გადაეცა .
 უფლება, რომელსაც საორდერო ფასიანი ქაღალდი განსაზღვრავს, გადაეცემა იმ შემთხვევაში, როცა განხორციელდება საკუთრების გადაცემა ფასიან ქაღალდზე.







 საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების                                            პერსპექტივები



ფასიანი ქაღალდების განვითარების მიზნით საჭიროა განისაზღვროს, თუ რომელ მოდელს მივანიჭებთ უპირატესობას - საბანკო მოდელს (გერმანულს), რომელიც გულისხმობს საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების მონაწილეობას, თუ არასაბანკო მოდელს (ამერიკულს), რომელიც უპირატესობას საინვესტიციო ბანკებსა და საბროკერო ფირმებს ანიჭებს. ამ მოდელში მნიშვნელოვანია ის ფაქტი , რომ მინიმუმამდე არის დაყვანილი ბანკების მონაწილეობა ფასიანი ქაღალდების ემიტირებასა და კონტროლის სფეროში. ასევე არსებობს შერეული მოდელი, რომელშიც ბანკებთან ერთად არასაბანკო საინვესტიციო ინსტიტუტებიც მონაწილეობენ.



                 




 დღეს საქართველოში ფასიანი ქაღალდების მდგომარეობა                                       და  განვითარება
 


რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ფასიანი ქაღალდების მიმართულებით?     პირველ რიგში მინდა ვთქვა , რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო.
საქართველოს საფონდო ბირჟა და ცენტრალური დეპოზიტარი საკანონმდებლო ბაზასთან ერთად 1999 წელს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა. 
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გარიგებების შემცირება განსაკუთრებით სწრაფი ტემპით 2007 წლიდან შეიმჩნევა, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გარიგებების რაოდენობა საშუალოდ 28 პროცენტით მცირდებოდა,  2013 წელი კი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით დასრულდა.






                                           



                          გამოყენებული  ლიტერატურა

ავტორი :ნინო ევგენიძე

http://www.radiotavisupleba.ge/content/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98/25390387.html

https://www.nbg.gov.ge/index.php?m=611


http://nbg.gov.ge/uploads/legalacts/fasianikagaldebi/2012/kanoni_fasiani_qagaldebi_23_05_12.pdf




https://www.nbg.gov.ge/index.php?m=611